10₾

ბანკნოტის ზომა: 64 მმ x 127 მმ    ძირითადი ფერი: ცისფერი

  • დამცავი ნიშნები მოსახლეობისათვის
  • ვიზუალური ელემენტები
დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840–1915“;
ნაწყვეტი აკაკი წერეთლის ცნობილი ლექსიდან „გაზაფხული“ მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“, "NATIONAL BANK OF GEORGIA’’, "ათი ლარი“ , "TEN LARI”, “ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა, გამოშვების წელი - "2019“, სერიული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოსგან და რვა არაბული ციფრისაგან.
ცნობილი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ტილო „იმერეთი - დედაჩემი“;
საქართველოს სახელმწიფო გერბი.
ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები, წარწერები: ,,საქართველოს ეროვნული ბანკი“, ,,NATIONAL BANK OF GEORGIA”, ,,ათი ლარი“.
წყლისნიშანი
გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.
გრაფიკული ანიმაცია
რელიეფური ნაბეჭდი
ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ დეტალებზე: პორტრეტი, მერცხალი, ლექსი, აყვავებული რტო, კიდის ორნამენტები და შესრულებული წარწერები (გარდა ხელმომწერი პირის დასახელების, ხელმოწერისა და გამოშვების წლისა) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა შეხებით
გრაფიკული ანიმაცია
ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის
ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 2 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.
გრაფიკული ანიმაცია
ჰოლოგრამა
ვერცხლისფერ ჰოლოგრამაზე დატანილი გამოსახულებები (პორტრეტი, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, ლარის სიმბოლო, მერცხალი, რუქა, მიკროსტრიქონები) სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს და აქვს ცვალებადი ეფექტი.
გრაფიკული ანიმაცია
ფარული გამოსახულება
დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი.
გრაფიკული ანიმაცია
თანმხვედრი გამოსახულება
ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
გრაფიკული ანიმაცია
ოპტიკურად ცვალებადი საღებავი
სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულება იცვლის ფერს მწვანედან ლურჯში.
გრაფიკული ანიმაცია
ვერტიკალური დამცავი ძაფი
დამცავი ძაფი წარწერით ,,10 ლარი“, წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს. გამჭოლ შუქზე გახედვისას ერთიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს მწვანედან ცისფერში.
გრაფიკული ანიმაცია
დამცავი ბოჭკოები
ქაღალდში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
გრაფიკული ანიმაცია
ირისისებური ზოლი
ბანკნოტის ზედაპირზე დატანილია გამჭვირვალე საღებავით შესრულებული გრძივი დეკორი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით.
გრაფიკული ანიმაცია
1
3
4
5
7
8
9
2
6
10
  • მეორე მხარე
  • შედარება
ბანკნოტები